უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს NATO-ს სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინა NATO-ს სამიტში აქტიურად ჩაერთვება. სულ მცირე ეს იქნება ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა. უკრაინის პრეზიდენტი სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ფორმატის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.
ზელენსკის თქმით, ის სამიტის ფარგლებში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შეჩერების აუცილებლობაზე ილაპარაკებს.
თავის მხრივ ნატოს სამიტის ფორმატზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას“, - წერს სტონტელბერგი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს